пятница, 12 ноября 2010 г.
დებოს ტბა
დებოს ტბა მალის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ის მდინარე ნიგერზე სეზონური წყალდიდობების შედეგად წარმოიქმნა. დებოს ტბა ქალაქ მოპტიდან ჩრდილოეთით 95 კილომეტრის დაშორებით, ხოლო ქალაქ ტიმბუკტუდან ჩრდილო–აღმოსავლეთით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დებო ყველაზე დიდია იმ ტბათა შორის, რომელიც მდინარე ნიგერზე სეზონური წყალდიდობების შედეგად წარმოიშვა, ასევე ყველაზე დიდი ტბაა მალიში. მისი ფართობი 160კმ²–ია, ხოლო ყველაზე დიდი ფართობის კი ტბა წვიმიან სეზონში ხდება. მალიში წვიმიანი სეზონი მარტიდან სექტემბრამდე გრძელდება. სეზონური წყალდიდობების დროს დებოს ტბას ძირითადად თევზის ჭერისათვის იყენებენ, ხოლო მშრალი სეზონისას კი ის ადგილობრივი ტომების ძირითადი სარწყავი საშუალება ხდება. დებო მიგრირებადი ფრინველების ძირითად ნავსაყუდელად ითვლება. იუნესკოს დებოს ტბა შეტანილი აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტბათა სიაში.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий